22:36 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 21:39:03, 888 ნახვა

პოლიტიკა
აქცია თბილისში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით

ფილარმონიასთან ნიღბების აკრძალვას და რეჟიმის სისასტიკეს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეთა ნაწილს ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები უკეთიათ და ამ ფორმით აპროტესტებენ რეპრესიებს.

"ცეცხლი ოლიგარქიას!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 

აქციის მონაწილეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მიდიან და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ მელიქიშვილის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი.

მსვლელობის მონაწილეებს უკეთიათ ე.წ. „ბალაკლავა“  მათივე განმარტებით, ასეთი აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან აქციების დროს დაკავებულები და არ დაინიშნება არჩევნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics