04:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 17:27:49, 1757 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილი მძიმე მდგომარეობაში არიან.

თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა, მათგან ერთ-ერთში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანდა შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.

„თითოეული ასეთი ტერორისტული თავდასხმა არის კიდევ ერთი შეხსენება, ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თავად არ ჩერდება - მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთო ზეწოლით. ზეწოლა მსოფლიოში ყველასგან, ვინც სიცოცხლეს აფასებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics