09:45 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 15:29:17, 438 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - არაღიარებული ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი არც დავოსში, არც მიუნხენში, არც ვაშინგტონში

“ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის არც მიუნხენის, დავოსის ფორუმზე და არც ვაშინგტონში მეტყველებს სწორედ იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვსაუბრობდით, იზოლაციაზე“ - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

 მისი თქმით, ის, რომ ხელისუფლება არ არის არცერთ მნიშვნელოვან შეკრებაზე მიწვეული, ეს ნიშნავს იმას, რომ რომ ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული.

“დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება, სადაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან, კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები იკრიბებიან მსოფლიო ეკონომიკური სავაჭრო მიზნით, ისევე როგორც მიუნხენში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია და განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკას და ის, რომ რუსული ოცნების არალეგიტიმური, არაღიარებული ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი არც დავოსში, არც მიუნხენში, არც ვაშინგტონში მეტყველებს სწორედ იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვსაუბრობდით, რაც ასევე გამოიწვევს ეკონომიკურ  კრიზისს  საქართველოსთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და დავიბრუნოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics