14:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 07:09:14, 446 ნახვა

მსოფლიო
რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მომავალში შეხვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მომავალში შეხვდება, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ვარჩევთ შეხვედრის თარიღს, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს“, - განუცხადა ფიცომ ჟურნალისტებს, თუმცა მას შეხვედრის შესაძლო ადგილი არ დაუკონკრეტებია.

რობერტ ფიცო და ვოლოდიმირ ზელენსკი ბოლო რამდენიმე კვირაა ღიად აკრიტიკებენ ერთმანეთს. ეს, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის მიერ რუსული გაზის დასავლეთში ტრანზიტის შეწყვეტას უკავშირდება. დეკემბრის ბოლოს ფიცო მოსკოვში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და გაზის მიწოდების საკითხზე ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ფიცო სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. ამის შემდეგ პოლიტიკოსებმა ერთმანეთის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს.

13 იანვარს რობერტ ფიცომ ზელენსკი გაზის ტრანზიტის მოლაპარაკებებისთვის სლოვაკეთში შეხვედრაზე მიიწვია.

"თქვენი გადაწყვეტილება, შეაჩეროთ გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით სლოვაკეთისა და სხვა მომხმარებლებისკენ, უზარმაზარ ზიანს აყენებს თავად უკრაინას, სლოვაკეთს და ევროკავშირს. ეს იწვევს არაერთგვაროვან რეაქციას, რომელიც ხელს არ უწყობს არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ ურთიერთობებს", - დაწერა სლოვაკეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში. მან უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს შესთავაზა. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის გამართვის შესახებ რობერტ ფიცოს მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა : „კარგი. პარასკევს კიევში ჩამოდი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics