07:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 15:32:01, 379 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ვუერთდებით სახალხო პროტესტს

„ვუერთდებით სახალხო პროტესტს. ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული,” - განცხადებას ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ავრცელებს.

სტუდენტების მოთხოვნაა დაკავებული დეკანის, მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის და გიორგი დავითაძის, ასევე სხვა პატიმრების გათავისუფლება. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს.

„ჩვენ, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, ვუერთდებით სახალხო პროტესტს. ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის ფოიეს მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი დეკანის მამუკა ჯორბენაძის და სტუდენტების დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის და გიორგი დავითაძის გათავისუფლებას, ასევე ანდრო ჭიჭინაძის, ვეფხია კასრაძის გიორგი ჩაჩანიძის და რეჟიმის ყველა პატიმრის. ჩვენს მთავარ მოთხოვნად რჩება ხელახალი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები.

ვაცხადებთ, რომ ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი, არ ვუშლით ხელს სასწავლო პროცესს, ვითვალისწინებთ განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტების უფლებებს, იმედს ვიტოვებთ რომ ისინი გაიაზრებენ ჩვენს პოზიციას, მხარს დაგვიჭერენ, რადგან ჩვენ ვიბრძვით ყველა სტუდენტის ღირსეული მომავლისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომლებს და კულტურის ყველა წარმომადგენელს, ვინც სისტემასთან უთანასწორო ბრძოლაში მტკიცედ დგას. ძალა სტუდენტების ერთობაშია. გავიმარჯვებთ სახელოვნად”, - აცხადებენ სტუდენტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics