|
2016-03-04 13:06:05, 623 ნახვა
საზოგადოება
საბერძნეთში წარსადგენი დოკუმენტების დამოწმების პროცედურების გამარტივების შემდგომ 1200-ზე მეტი დოკუმენტი აპოსტილით დამოწმდა
საბერძნეთში წარსადგენი დოკუმენტების დამოწმების პროცედურების გამარტივების შემდგომ, იუსტიციის სახლებსა და სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს მოქალაქეებმა 1200-ზე მეტი დოკუმენტის დასამოწმებლად მიმართა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თუ ამ დრომდე საზღვარგარეთ წარსადგენად საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია უწევდათ, მათ გასული წლის 17 დეკემბრიდან მიეცათ საშუალება დაზოგონ დრო/თანხები და საბუთები იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში მხოლოდ აპოსტილით დაამოწმონ. ინფორმაციისთვის, საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წარსადგენად ხშირად სჭირდებათ აპოსტილით დამოწმებული დაბადების, ქორწინების მოწმობებისა და სხვა საბუთების წარდგენა. აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოში შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის ნამდვილობა (ავთენტიკურობა). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო 2007 წლიდან აპოსტილის კონვენციის წევრი სახელმწიფოა, თუმცა საბერძნეთთან მიმართებაში კონვენციით გათვალისწინებული პირობები ამ დრომდე ძალაში არ იყო შესული, შესაბამისად საქართველო-საბერძნეთს შორის დოკუმენტების დამოწმების ძველი წესი-ლეგალიზაციის პროცედურა მუშაობდა. აღნიშნულის გამო, საქართველოს მოქალაქეებს ამა თუ იმ დოკუმენტის დამოწმება საბერძნეთის საკონსულოშიც უწევდათ, რაც შესაბამის ხარჯებთან და დროსთან იყო დაკავშირებული. ლეგალიზაციის პროცედურით დამოწმებული დოკუმენტი მხოლოდ საბერძნეთში წარსადგენად გამოდგებოდა, აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა კი მოქალაქეებს აპოსტილის კონვენციის წევრ 113-ვე ქვეყანაში შეეძლებათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთში წარსადგენი დოკუმენტების დამოწმებისთვის უკვე შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლების ფილიალებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 15 ტერიტორიულ სამსახურს. საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთში წარსადგენი დოკუმენტების დამოწმების პროცედურის გამარტივებისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წლების განმავლობაში მუშაობდა. საქართველოში გაცემული და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის ასამაღლებლად შექმნილია მაღალტექნოლოგიური დამცავი მექანიზმი - აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი. აპოსტილის სტიკერზე მითითებულ ვებ-გვერდზე http://apostille.cra.ge/ უცხო ქვეყნის ორგანოებს, რომელთაც წარედგინებათ საქართველოში დამოწმებული დოკუმენტი, შეუძლიათ აპოსტილის უნიკალური ნომრისა და გაცემის თარიღის მიხედვით გადაამოწმონ მისი ნამდვილობა. რაც შეეხებათ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათ ამ სერვისის მიღება ონლაინში შეუძლიათ – უნდა იხილონ ვებგვერდი http://www.sda.gov.ge/ და გააკეთონ განცხადება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების თაობაზე.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)