|
2025-01-14 09:38:57, 500 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი
ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს. "საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს და ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება პოლიციის მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ". - ამბობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი. ამასთან, ორგანიზაცია განცხადებაში წერს, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ "დრაკონული კანონი შემოიღო, რომელიც პოლიციას, მათ შორის, სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთის მიზნით პრევენციული დაკავების უფლებას აძლევს". "კანონები ფაქტობრივად პროტესტის სიმბოლური აქტების კრიმინალიზებასაც კი ახდენს, როგორიცაა სტიკერების გაკვრა საჯარო შენობებზე. ეს ზომები მიზანმიმართულად გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტეანტების მიზანში ამოსაღებად და მათი ხმების ჩასახშობად". - ამბობს კრივოშეევი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)