20:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 10:01:39, 651 ნახვა

ეკონომიკა
"თიბისი ბანკი" და "მთის კურორტების განვითარების კომპანია" მომხმარებლებს ახალ სერვისს "მულტიქარდის" შევსების ფუნქციას სთავაზობს

ზამთრის თავგადასავლების მოყვარულებს წელს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” და “თიბისი ბანკი” ახალ სერვისს, „მულტიქარდის“ შევსების ფუნქციას სთავაზობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს, ახალი „მულტიქარდი“ მრავალჯერადი გამოყენების ბარათია, რომლის საშუალებითაც  საბაგიროთი სარგებლობისას, გრძელ რიგში დგომა და საფასურის ადგილზე გადახდა აღარ მოგიწევთ. „მულტიქარდზე“ თქვენთვის სასურველი თანხის ჩარიცხვას ნებისმიერ დროს „მულტიფეის“ აპარატების, ასევე  ვებ-გვერდის www.multi.ski საშუალებით შეძლებთ. უახლოეს მომავალში „მულტიქარდის“ ბარათებზე ანგარიშის შევსება თიბისი ბანკის მობაილ და ინტერნეტბანკითაც იქნება შესაძლებელი.

„მულტიფეის“  აპარატი გუდაურში საბაგირო გუდაურას (გონდოლა) შესასვლელთან უკვე დამონტაჟდა . მისი საშუალებით მულტიქარდის ბარათზე ნებისმიერი ტიპის სასრიალო აბონემენტის ჩატვირთვა (ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ბილეთები) თიბისი ბანკის ვიზა ბარათით, მათ შორის უკონტაქტო სტიკერის გამოყენებითაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში გუდაურში „მულტიფეის“ კიდევ  ოთხი აპარატის დამონტაჟება იგეგმება.

რაც შეეხება, “მულტიქარდს“,  მისი  ღირებულება 4 ლარს შეადგენს და ის ბაკურიანსა და გუდაურში  მოქმედებს.  მისი შეძენა ყველა მსურველს საბაგიროებთან მდებარე სალაროებში შეუძლია.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics