2025-01-12 18:06:29, 366 ნახვა
მსოფლიო
ჯო უილსონი - კონგრესი ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენ ჯო უილსონი აცხადებს, რომ კონგრესი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, რაც შესაძლოა, სანქციების დაწესებაზე იმოქმედოს.
„ფრთხილად უნდა იყვნენ ყველა, ვინც მონაწილეობს ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში. კონგრესი თვალს ადევნებს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების სამომავლო ძალისხმევაზე,“ – წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,