10:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 21:33:43, 518 ნახვა

საზოგადოება
დავით დოიაშვილი - 20 იანვრამდე გაქვთ დრო გამოუშვათ პოლიტპატიმრები - წამზომი ჩართულია

"20 იანვრამდე გაქვთ დრო გამოუშვათ პოლიტპატიმრები. წამზომი ჩართულია და ათვლა დაწყებულია. ხომ ვერ გვხედავთ, ხომ ვერ ნახეთ რა არის თეატრი 20-დან გვიყურეთ, საინტერესო იქნება", - ამის შესახებ რეჟისორიმა დავით დოიაშვილმა განაცხადა.

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის განცხადება მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა წაიკითხა.

: „აქამდე ჩვენ ავირჩიეთ პროტესტის პასიური ფორმა. დღეს კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი და მე, მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი მოვითხოვთ ამავე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და სხვა პოლიტპატიმრების გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მათ გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე იმის გამო, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს და არც არსებობს მის მიმართ არანაირი მტკიცებულება, რაც მის სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებს. ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და გაჩვენებთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას. გპირდებით, თქვენ ვერ ნახავთ მორჩილ თეატრს. თქვენ უკვე ნახეთ გაჩერებული თეატრი, მაგრამ თქვენ არ გინახავთ თეატრი - ერთი რიგითი ჯარიკაცისთვის მებრძოლი. ჩვენ ვიქნებით ეს თეატრი. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს".- წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics