|
2025-01-11 19:53:05, 584 ნახვა
საზოგადოება
განაჩენის გამოცხადებას საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა, აქცია ეზოში გაგრძელდა
საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. დაცვის სამსახურის თანამშრომლები ფოიედან პატიმრების მხარდამჭერებს აძევებდნენ. ერთ-ერთი მოქალაქე მანდატურს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაცვის თანამშრომელმა ხელი ზურგში ჩაარტყა. სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თორნიკე გოშაძის დედა კომენტარს აკეთებს - პატიმრის მშობელი აცხადებს, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოტანილი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა. "ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები" - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა და ასევე საკუთარ შვილს მიმართავს - "მე არაფრის მეშინია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გვერდით იყო". პატიმრების მხარდასაჭერად დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას ძმაც იმყოფება. როგორც ლაშა კაცია "პირვლებეთან" ამბობს, არანაირი მოლოდინი არ აქვს გარდა იმისა, რომ "რეჟიმი ჩამოემხობა და "ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება".
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები - ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)