|
2025-01-11 12:11:36, 558 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულთა პროცესზე ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, ირაკლი მიმინოშვილმა უჰაერობის გამო დარბაზის დატოვება ითხოვა. მიმდინარე პროცესზე დაკავებულების ნაწილმა წყალი მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატებს შესვენების გარეშე გამოსვლის უფლება არ მისცა და წყლის მოტანა მანდატურს დაავალა. ერთ-ერთმა დამსწრემ ადვოკატს გაუწოდა გახსნილი ბოთლი, რაზეც ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა პასუხად იკითხა: „თქვენ დალევდით ასე მოწოდებულს?“. ამის შემდეგ ავსაჯანიშვილმა დარბაზი მაინც დატოვა, რომ წყალი თავად მოეტანა. პროცესის მსვლელობისას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ირაკლი მიმინოშვილისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რადგან დაკავებული თავს შეუძლოდ გრძნობდა. სასამართლო პროცესი შეფერხებებით გრძელდება. მოსამართლე ხუსკივაძე დაკავებულთა და ადვოკატების შუამდგომლობებს განიხილავს, თუმცა პროცესი კვლავ დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)