13:34 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 19:29:37, 393 ნახვა

სამართალი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა სასამართლო 11 იანვარს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო 11 იანვარს, 10:00 საათზე, განიხილავს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეს.

სასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ ბრალდებულებისთვის, მათ შორის ზვიად ცეცხლაძისთვის, ვეფხია კასრაძისთვის, ვასილ კაძელაშვილისთვის, გიორგი გორგაძისთვის, ირაკლი მიმინოშვილისთვის, ინსაფ ალიევისთვის, თორნიკე გოშაძისთვის და ნიკოლოზ ჯავახიშვილისთვის, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვაზე.

სამ ბრალდებულს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანარჩენ ხუთ ბრალდებულს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, რისთვისაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.

საქმე ეხება პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ფაქტს, რომელზეც გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics