|
2016-03-03 17:28:29, 560 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება: ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს დიდე რეინდერსს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ დინამიკას იძენს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბელგიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ მხრივ ხაზი გაუსვა ბელგიის და ასევე ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას. როგორც ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმები. მისი თქმით ახლო მომავალში მნიშნელოვან პროგრესს უნდა ველოდოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბელგიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რასაც საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების მოზიდვის კიდევ უფრო ხელშეწყობისთვის ახორციელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსსი საქართველოში მოიწვია.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)