13:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-09 14:02:16, 325 ნახვა

სამართალი
აქციებზე დაკავებული 11 პირის საქმე გაერთიანდა

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 6 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ესენი არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი.

საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია ყოველ 2 თვეში გადასინჯოს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობა და სხდომა ხვალ, 10 იანვარს სწორედ ამის გამო გაიმართება.

რაც შეეხება საქმის განხილვას, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და ის 5 მარტს ჩაინიშნა.

საქმეების გაერთიანება

პროკურატურამ აღნიშნული 6 ბრალდებულის საქმესთან სხვა ბრალდებულების საქმის გაერთიანების შუამდგომლობაც დააყენა. ესენი არიან:

  1. ვალერი თეთრაშვილი;
  2. გიორგი ტერიშვილი;
  3. ირაკლი ქერაშვილი;
  4. რევაზ კიკნაძე;
  5. სერგეი კუხარჩუკი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული 11 ბრალდებულის საქმე გაერთიანდა, 11-ივეს აღკვეთის ღონისძიებას ხვალ სასამართლო ერთიანად განიხილავს, წინასასამართლო სხდომა კი, როგორც აღვნიშნეთ, 5 მარტს გაიმართება.

აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics