02:28 - 22 Oct, 2026
|
2025-01-09 10:37:59, 508 ნახვა
საზოგადოება
საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულ 5 ბავშვს დღეს დაკრძალავენ
სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში 5 იანვარს, დილით მომხდარი ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია და მასთან ზუგდიდიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი. ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივ მცხოვრებთა თანახმად, ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. ხის პატარა სახლს ცეცხლი სწრაფად მოედო. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)