12:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 15:28:34, 497 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პასპორტის მფლობელებს 122 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა

გლობალურმა საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-მა პასპორტების 2025 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველო მოლდოვასთან ერთად 44-ე ადგილს ინაწილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პასპორტის მფლობელებს 122 ქვეყანაში ან ტერიტორიაზე შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ინდექსთან შედარებით, საქართველომ ოდნავ გაიუმჯობესა პოზიცია, ბოლო ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, ტაილანდი იყო. კერძოდ, ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისს აამოქმედა.

 

რაც შეეხება Henley & Partners-მა პასპორტების ინდექსის თანახმად საუკეთესო ქვეყნებს, მათი შემადგენლობა 2025 წელს უმნიშვნელოდ არის შეცვლილი. განახლებული რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილს ისევ სინგაპური იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც 195 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. 15-ეულში შემავალი დანარჩენი ქვეყნები არიან:

 

იაპონია - 193 ქვეყანა

ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი - 192 ქვეყანა

ავსტრია, დანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი - 191 ქვეყანა

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი და რუსეთი 46-ე ადგილს ინაწილებენ, რომელთა პასპორტითაც 116 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი, აზერბაიჯანი 70-ე ადგილზე - 72 ქვეყნით, სომხეთი 74-ე ადგილზე - 68 ქვეყნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics