17:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-15 12:43:55, 441 ნახვა

სამართალი
არჩილ თალაკვაძე: "განსხვავებულ აქცენტებში" გასული ინფორმაცია სიცრუეა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმურა, რომლის თანახმადაც, პოლიციამ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რევაზ დევაძე მას შემდეგ დააკავა, რაც მან ნეიტრალური ტერიტორია გადაკვეთა. 
თალაკვაძის განცხადებით, გადაცემაში გასული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. არჩილ თალაკვაძემ ჩანაწერი და ვიდეომასალა  აჩვენა,  სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აკავებენ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევიძეს სამართალდამცავები. 
"გადაცემის ავტორებს არც კი მოუმართავთ, რომ ფაქტობრივი მონაცემები გადაემოწმებინათ, რაც გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ამ გადაცემისთვის არ იქნებოდა მომგებიანი, რომ სიმართლე ეთქვათ საზოგადოებისთვის. აქვე შემიძლია გითხრათ და შევახსენო ყველას, რომ ბატონი დევაძე ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, ის დაკავებულია და მისი ერთადერთი მფარველი კანონმდებლობის მიხედვით არის მისი ადვოკატი. მე მინდა გაჩვენოთ ეს ჩანაწერი და აგიხსნათ, თუ რა მოხდა რეალურად და თქვენი თვალით ნახოთ, რომ ეს ადამიანი შემთხვევიდან უმოკლეს დროში იყო დაკავებული ისე, რომ ნეიტრალურ ზონაში კი არა უშუალოდ საქართველოს მხარეს საზღვრის გადაკვეთის საშუალებაც კი არ მისცეს მას საქართველოს პოლიციის წარმომადგენლებმა.
მოხდა ამ შემთხვევის არასწორი ინტერპრეტაცია ამ გადაცემაში, მე რამდენადაც ვიცი არანაირი კავშირი ამ შემთხვევას პოლიციელის მკვლელობასთან და ბრალდებულთან  არ აქვს. ასე რომ შემიძლია უარვყო, რომ რომელიმე პოლიციელის გათავისუფლება მოხდა  კონკრეტულ კრიმინალურ ავტორიტეტთან დაკავშრებით.
მე მინდა ვისარგებლო ამ ტელე-ეთერით და პოლიციის ყველა ოფიცერს ვუთხრა, რომ კრიმინალთან ბრძოლა გრძელდება იმ რეჟიმში როგორც ჩვენ დავიწყეთ და ბრძლა იქნება უკომპრომისო მათ შორის კრიმინალურ ლიდერებთან და კრიმინალურ სუბკულტურასთან. რაც შეეხება თავისუფალ გადაადგილებას, თუ თქვენ არქმევთ თავისუფალ გადაადგილებას იმას რომ ამ ორი წლის განმავლობაში ათეულობით ადამიანი მივეცით პასუხისგებაში ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ათეულობით ავტორიტეტი არის  დღეს ციხეში, სწორედ ჩვენი პოლიციის მიერ დაკავებული, იმ საქმიანობისთვის რომელიც ქურდულ სამყაროს უკავშირდება. მე არამგონია, რომ ამ ყველაფრის მერე ვინმეს აქვს საფუძველი, რომ ჩვენი ხელისუფლება დაადანაშაულოს კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics