|
2025-01-07 15:15:31, 3638 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა გიორგი გაბუნიას მთავარი არხის დირექტორობიდან გადაყენების მოთხოვნა შეაჩერა
საჯარო რეესტრმა მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლს, გიორგი [გოგი] ქურდაძის არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნია თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა შეუჩერა. რეესტრი გადაწყვეტილების დასაბუთებაში წერს, რომ ქურდაძის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, შესაბამისად ამ ეტაპზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალიწინებული საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, საჯარო რეესტრი ასევე განმარტავს, რომ გაბუნიას გადასაყენებლად არსებობს კიდევ ერთი გზა, კერძოდ არხის დამფუძნებლების [პარტნიორთა კრების] მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა ქურდაძეს არც მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია. "მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია გიორგი გაბუნიას ნების გამოვლენის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული, პირადი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით", - წერია საჯარო რეესტრის დასკვნაში. მთავარი არხის ერთ-ერთ დირექტორს, გიორგი [გოგი] ქურდაძეს 30 დღე აქვს რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის. 11 დეკემბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი. გაბუნიას თქმით, ოქუაშვილი მისი დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის ხელით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)