14:58 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 17:47:30, 499 ნახვა

მსოფლიო
პაულინა ჰენიგ-კლოსკა - პოლონეთი მზად არის უკრაინას, სლოვაკეთის მაგივრად, ელექტროენერგია მიაწოდოს

პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, პაულინა ჰენიგ-კლოსკამ სლოვაკეთის მხრიდან უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მუქარაზე საუბრისას განაცხადა, რომ "პოლონეთი მზად არის უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს". 

"პოლონეთი შეძლებს გაზარდოს ელექტროენერგიის გაყიდვა უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას უკრაინა მოითხოვს. ჩვენი ოპერატორი მზადაა, საუბარია მხოლოდ იმაზე, ექნება თუ არა ამის სურვილი უკრაინას, ან იძულებული იქნება თუ არა გამოიყენოს ის. ფიცოს საქციელი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული", — განაცხადა ჰენიგ-კლოსკამ.

ცნობისთვის, გასულ კვირას, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მისი პარტია უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას განიხილავს, ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებას და გაზის ტრანზიტის განახლების, ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics