|
2025-01-07 12:24:58, 841 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 000-ლარიანი ტენდერი, რომლითაც პოლიციისა და სპეცრაზმისთვის ჩანჩს ყიდულობდა ვერ შედგა. როგორც ირკვევა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ გამოთქვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციით, შსს ყიდულობდა ორი ტიპის ლანჩ-ნაკრებს. ერთში უნდა ყოფილიყო: ერთი სენდვიჩი, შოკოლადის ფილა და გამაგრილებელი სასმელი. მეორე ტიპის ნაკრები შეიცავდა დამატებით სენდვიჩს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულს უნდა შეძლებოდა 12 საათის განმავლობაში 5000 კოპლექტის მიწოდება. ბოლო პერიოდში ტენდერების ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს. როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქციაზე მომუშავე ძალოვნების კვებისთვის 1 მლნ 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)