13:35 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 17:13:51, 405 ნახვა

საზოგადოება
ილიე მეორე - ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ილია მეორის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავიდან კადრებს და ილია მეორის სიტყვებს. საპატრიარქოს ვიდეო 2024 წლის 25 დეკემბრით არის დათარიღებული. 

„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ილია მეორეს მიმართა: „ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რაც ახლა შეიძლება, თანამედროვე ადამიანმა ვერ გაიგოს, რას ნიშნავს, თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ფოკაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ქართული სიტყვის ქადაგება მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ეს მხარე თითქმის დაკარგული იყო ქართველებისთვის“, რაზეც ილია მეორემ განაცხადა:

„იქ გადაკეტილი იყო, პოსტი იდგა და წავედით მანქანებით, რომ გავსულიყავით. არ გაგვიშვეს. მე ვუთხარი, საქართველოს პატრიარქი ვარ. მე მაქვს უფლება, გავიდე. არ გაქვთო. და მერე გადავწყვიტეთ, რომ სახლი შეგვეძინა. იყო თავმჯდომარე ქართველი კაცი, ის მხარს გვიჭერდა. როდესაც ფორმდებოდა სახლის საბუთი, მთელი სოფელი შეიკრიბა ჩვენს ეზოში. პატრონს ლანძღავდნენ, რატომ ყიდი ქართველებზეო. მე ვგრძნობდი, რომ ეს წინააღმდეგობა იქნებოდა და მე გამოვედი და ვუთხარი ხალხს: რატომ გვკარგავთ? ჩვენ თქვენთვისაც ვიშრომებთ და გავაფორმეთ სახლი. ახლა გვეხვეწებიან იყიდეთ სახლები. და ამოვეწერე თბილისიდან და ჩავეწერე ფოკაში. ასე დაიწყო ჩვენი სვლა“, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics