|
2025-01-06 14:33:17, 564 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 690 496-ია. აქედან 460 603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობას იღებს, 229 893 კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. აღნიშნული მონაცემი 6.6%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, მაშინ საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 სახელმწიფო პროგრამაშიც იყო ჩართული. რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვნებს. 2024 წლის დეკემბერში შემწეობის მიმღებთა შორის 270 712 ადამიანი 0-18 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან იყო. მათგან 82 999 არასრულწლოვანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირის ოჯახის წევრია. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, 2023 წლის დეკემბერში შემწეობას იღებდა 250 505 არასრულწლოვანი. მათგან 75 053 არასრულწლოვანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირის ოჯახის წევრი იყო. ამ მონაცემების თანახმად ერთ წელში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით კი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 690 496-ია. ამ მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)