2025-01-06 11:07:03, 376 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 6 იანვარს ღრუბლიანობის მომატებას და დილის საათებში წვიმას ელოდებიან.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -4, +1°.
დასავლეთ საქართველოში კი დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +8, +13°; მთაში დღისით +2, +7°; მაღალმთაში დღისით -1, +4°.
ავტორი: ექსპრესნიუსი,