|
2025-01-06 10:05:32, 753 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპს შეუძლია შეაჩეროს პუტინი, რადგან პუტინს ეშინია მისი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის საკითხი ყველაზე აქტუალური საერთაშორისო საკითხია და ის ნამდვილად შეძლებს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეჩერებას. თუმცა, საშიშროება ის არის, რომ ტრამპის ვადის ამოწურვის შემდეგ, პუტინი ხელახლა შეტევას შეძლებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპისთვის უკრაინის ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. “მან ტელეფონზე მითხრა, რომ ელოდება ჩვენს შეხვედრას, ჩემი ვიზიტი იქნება პირველი ან ერთ-ერთი პირველი, ვიცი, რომ მას აქვს საკუთარი ამერიკული კითხვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი საკითხი ერთ-ერთია ყველაზე აქტუალური პრეზიდენტი ტრამპისთვის. ის არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი და ის არ მოდის უვადოდ. ის არ არის პუტინი და არ მოვა 25 წლით. მოვა თავისი ვადით. მაგალითად, მოვიდა 4 წლით და მეხუთე წელს პუტინი მოვა ომით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)