|
2025-01-05 17:30:32, 519 ნახვა
საზოგადოება
6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა
გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა, ოკუპირებული აფხაზეთს დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა. .ე.წ სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაიშვება გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში. ბადრა გუნბამ გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის უფროსს, კონსტანტინე ფილიას დაავალა, ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლი სრულად დაიწვა. გუნბამ დაავალა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სხვა სამსახურებს ჩაატარონ საფუძვლიანი გამოძიება ტრაგედიის ყველა გარემოების გასარკვევად. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა. ადგილობრივების ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)