|
2015-01-07 14:37:49, 3579 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-სომხეთის ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების ევაკუაცია დასრულდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების - როგორც მგზავრების, ისე - მძღოლების ევაკუაცია დასრულდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე უამინდობის გამო დარჩენილი ადამიანების - როგორც მგზავრების, ისე - მძღოლების ევაკუაცია დაასრულა. ამ დროისათვის ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ავტომობილია დარჩენილი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამინდი, გუშინდელთან შედარებით, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებულია. საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი გაგრძელება მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული“, - აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)