|
2025-01-03 11:26:11, 544 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს
ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში 131 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს უფრო კონკრეტულად, ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯამში, 33 ზარი შევიდა, მათ შორის 20 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. რაც შეეხება რეგიონებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 25 შეტყობინება განხორციელდა, აქედან 20 პაციენტს ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. მათივე ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა და ამ მიზეზით 64 ადამიანია ჰოსპიტალიზებული. რეგიონების მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა - ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)