|
2025-01-02 11:48:58, 598 ნახვა
სამართალი
ამიერიდან პოლიციაში დასაქმება კონკურსის გავლის გარეშეა შესაძლებელი
2025 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს პოლიციაში სამუშაოდ ადამიანები კონკურსის გარეშე დაასაქმოს. კანონი, რომელიც სამინისტროს ამ უფლებას აძლევს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო. ამ დრომდე კანონში ეწერა, რომ „პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად“. „პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით“, - წერია „პოლიციის შესახებ“ კანონის ახალ ჩანაწერში. დოკუმენტმა ხელი მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტაც ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს მოაწერა ხელი. კანონპროექტის მიღება დროში ემთხვევა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე ხალხმრავალ დემონსტრაციებს. ბარიერგადალახული ოპოზიცია და აქციაზე მყოფი ათასობით ადამიანი ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)