15:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-31 20:32:57, 522 ნახვა

სამართალი
2024 გენდერული ნიშნით მკვლელობებით გამოირჩეოდა

2024 წელს საქართველოში ფემიციდის შემთხვევებმა კვლავ შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. წლის დასაწყისიდან აგვისტოს ჩათვლით, რვა ქალი გახდა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლი. მთავარი შემთხვევები:

ყველაზე გახმაურებული მკვლელობა გენდერის ნიშნით კესარია აბრამიძის მკვლელობა გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კესარია აბრამიძე. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

• 3 იანვარი, ბათუმი: 36 წლის ირმა ბერიძეს მეუღლემ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. • 9 იანვარი, თბილისი: 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს ქმარმა მრავლობითი ჭრილობა მიაყენა; ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

• 28 თებერვალი, სოფელი წინუბანი: 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილს ოთარ ცინდელიანმა 59 ჭრილობა მიაყენა დანით. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულს გოგონა საკუთრებად მიაჩნდა.

• 16 მაისი, გარდაბანი: 23 წლის კაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 29 წლის და, რადგან დის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.

 • 22 მაისი, რუსთავი: გიორგი ფირაშვილმა ცოლი და სიდედრი ქუჩაში მოკლა. მათთან ერთად იმყოფებოდა ექვსი თვის შვილიც.

• 28 აგვისტო, კახეთი: ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი, ფიქრია ტუგულაშვილი, იარაღიდან გასროლით მოკლა. ორი წლით ადრე, მან ცოლს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები, რის გამოც სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსვლიდან ერთ თვეში მან ცოლი კვლავ მოკლა.

დეკემბერში 24 წლის ქალი, რომელსაც ქმარმა მძიმე დაზიანებები მიაყენა, 10 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 17 n ნოემბერსსოფელ ახალსოფელში, ქმარმა ქალის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. 24 წლის ქალი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ის ჭი­ა­თუ­რა­ში მა­მის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა თით­ქმის ერთი თვე კლი­ნი­კა­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­დი­კო­სე­ბი უძ­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ.

ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. 

სტატისტიკა და ტენდენციები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, 2023 წელს 24 ქალის მკვლელობა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობა გამოვლინდა. ფემიციდის მსხვერპლთა ასაკი ძირითადად 18-დან 60 წლამდე მერყეობს, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 30-დან 40 წლამდე კატეგორიაში ფიქსირდება. უმეტეს შემთხვევაში, ფემიციდის მსხვერპლი და ბრალდებული მეუღლეები ან ყოფილი მეუღლეები არიან. პრევენციული მექანიზმები მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დონეზე არსებობს ფემიციდის პრევენციული მექანიზმები, როგორიცაა დამცავი და შემაკავებელი ორდერები, მოძალადეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემები და ქცევის კორექციის პროგრამები, მათი გამოყენება ხშირად არაეფექტურია ან დაგვიანებით ხდება. დასკვნა 2024 წელს საქართველოში ფემიციდის შემთხვევებმა კვლავ სერიოზული გამოწვევები შექმნა. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს უფრო ეფექტურ და დროულ რეაგირებას, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის საკითხებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics