|
2024-12-31 11:55:50, 584 ნახვა
საზოგადოება
დღეს, 31 დეკემბერს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები არ შეიცვლება
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი უცვლელი დარჩება. მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას. არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადეენ, შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო საათის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან არაა დაგეგმილი გალაკონცერტი. მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით მეტრო 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს, 03:00 საათამდე იმუშავებს. 6 იანვრის 00:00-დან 7 იანვრის 03:00 საათის მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას. "ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე" ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)