|
2024-12-31 11:43:50, 491 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - ვუსამძიმრებ სოფელ ნახიდურთან გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს
ვუსამძიმრებ სოფელ ნახიდურთან გარდაცვლილ ახალგაზრდების ოჯახებს და სოფელ ნახიდურის მკვიდრებს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, გუშინ, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემდგომ, შემთხვევის ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და ამასთან, დაშავდა რვა მოქალაქე. უწყების ცნობითვე, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)