|
2024-12-31 01:46:12, 685 ნახვა
სამართალი
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი პირი მძიმე მდგომარეობაშია
არსებული ინფორმაციით, ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს. მედპერსონალის განცხადებით, დაშავებულთაგან ორი პირი მძიმე მდგომარეობაშია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. როგორც ცნობილია, სოფელ ნახიდურთან ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობამ შემთხვევის ადგილას მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ნიღბებში. როგორც თვითმხილველი Aktual.ge-ს უყვება, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. მოსახლეობა მის დასჯას ითხოვდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)