|
2024-12-29 12:37:47, 476 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნებშორის ურთიერთობებზე ისაუბრა.მისი განცხადებით, ურთიერთობები გადატვირთვა მოხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში დასრულდება ომი.
„ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დასრულება უკრაინაში ომი, მით უკეთესი პირველ რიგში უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის, შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას. ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ურთიერთობის გადატვირთვისთვის - პირველი იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება, მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესშია. 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, აქედან სამ კვირაში იქნება ახალი რეალობა და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება შემსუბუქდება, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე. როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა", - განაცხადა კობახიძემ.
დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში, ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრა
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)