04:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 21:43:11, 403 ნახვა

პოლიტიკა
გდდ-ს ყოფილი უფროსი შაიშმელაშვილი - მეუღლე და ორი შვილი მყავს და, მით უფრო, ვიცი, რაზე შეიძლება წასულიყვნენ ესენი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქციების ძალადობრივი დარბევის "ცალკეულ გადაცდომებთან" დაკავშირებას აფასებს. მისი თქმით, ბრძანების გარეშე პოლიციელი "ადგილიდან არ გაინძრევა". 

"ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან, წერტილი. თუ არ აქვს კონკრეტული მითითება რაიმე ამოცანა შეასრულოს. თუ არ აქვს მას მითითება განახორციელოს დევნა, ის არ გაეკიდება. იქ შეიძლება იყოს გარკვეული გადაცდომა, ცალკეულმა პოლიციელმა გადაამეტოს ძალას, მაგრამ ჯგუფურად, მასობრივად, მუდმივად? ერთი დღე იყო, კეთილი, განიხილეს? რამე შეიცვალა მეორე, მესამე დღეს? 

ამ სიმძიმის ტვირთის იმ ბიჭებზე გადატანა, სისტემას აკნინებს, რომ გყავს თანამშრომლები, რომლებიც არ გემორჩილებიან.

ყველაფერი ჩაბარებული მქონდა და მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას, მაგრამ არ მომეცა ამის შესაძლებლობა, არ მომცეს ამის საშუალება, ის პოსტიც ერთგვარი უსაფრთხოების გადაზღვევა იყო იმიტომ, რომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, მეუღლე და ორი შვილი მყავს და, მით უფრო, ვიცი, რაზე შეიძლება წასულიყვნენ ესენი და რა შეიძლება ეკადრათ, ეს იყო ერთგვარი გადაზღვევა და არა გამოწვევა ვინმესი.

სამწუხარო ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მე შეხება მქონდა თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მით უფრო, სამინისტროს შიდა ადმინისტრაციულ დეპარტამენტებთან - არავინ არ დაინტერესებულა, არავის არ დაურეკავს, თუ რატომ გავაკეთე ეს, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, ერთადერთი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მაღალი თანამდებობის პირმა დამირეკა, მხოლოდ მეგობრულად. ადამიანური ფაქტორი არის, როცა ვიღაცა შენით ინტერესდება, ანუ 4 წელიწადი ვიყავი მაგათთვის მისაღები, 4 წელი ვიყავი კარგი თანამშრომელი, ყველაფერს კარგად ვასრულებდი და ერთ დღეში გავხდი მოღალატე [...] ნუ წარმოუდგენელი არის..." - ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics