04:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 17:56:21, 371 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მხოლოდ პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ კონსტიტუციური მიზნების შესრულებას

დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ კონსტიტუციური მიზნების შესრულებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და დღევანდელი კომპლექსური მოცემულობის გათვალისწინებით, ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, რაც გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრშია, ყველაზე მტკივნეულად საქართველოზე აისახება და განსაკუთრებული სიფრთხილე და იმავდროულად გამბედაობა გვჭირდება იმისთვის, რომ მოცემულ ვითარებაში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაზე, სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ ჩვენი კონსტიტუციური მიზნების შესრულებას და განხორციელებას,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკის გავლენაზე ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განვითარების კუთხით და განმარტა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საშინაო პოლიტიკის სწორი აღქმა და საერთაშორისო პოლიტიკის ზედმიწევნით სწორი ანალიზი, იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს ინტერესების დაცვა ამ საკმაოდ რთულ მოცემულობაში.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცე, იმისთვის, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების ღერძი იყოს ძლიერი.

„სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტია, რომელიც ერთგვარად ფრონტის წინა ხაზზეა წარმოდგენილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და საქართველოს ერთგულებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ელჩები კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძირითად ასპექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics