04:40 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 17:09:02, 368 ნახვა

პოლიტიკა
ცოცხალ ჯაჭვში მდგარი მოქალაქეები პარლამენტისკენ მიდიან - ვიდეო

საქართველოში პროტესტის 31-ე დღეა - მოქალაქეებმა, რომლებმაც ბარათაშვილის ხიდზე ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ამასთან ერთად, ერთობის ჯაჭვში ჩართული მოქალაქეები გალაქტიონის ხიდიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან.

ზაარბრიუკენი ხიდზე ცოცხალ ჯაჭვში მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი დგას. 

სიმართლე ასეთი ცხადი და გადამდები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. მათთვისაც კი, ვინც ცდილობს, რომ ეს არ შეიმჩნიოს. ეს ჯაჭვიც და მთელი ერთთვიანი ტალღა  მარტო ამას ცხადყოფს და შეუძლებელია ამ ტალღამ გაძლოს რაღაც ნამდვილის გარეშე. ეს ხალხი გააგრძელებს სიმართლისთვის ბრძოლას. მე მინდა, რომ დიდი და ძლიერი დასასრული ჰქონდეს ამას. ახალი არჩევნები არის ყველაზე მშვიდობიანი და ლეგიტიმური გამოსავალი და უნდა გათავისუფლდნენ დაკავებულები.  '', - ამბობს თორნიკე გოგრიჭიანი. 

მსახიობი, გიორგი ბოჭორიშვილი ერთობის ჯაჭვს შეუერთდა - მისი თქმით, საქართველოს უამრავი მოქალაქე, რომელიც ახლა ქუჩაში დგას ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძნა ივანიშვილმა ქვეყანა იზოლაციაში არ მოაქციოს და არ გადაიყოლოს. 

ახლა მთავარია, რომ ამ კაცმა, იმის გამო, რომ თვითონ არის იზოლირებული, მთელი ქვეყანა არ მოაქციოს  იზოლაციაში და არ გადაიყოლოს. რასაც დღესდღეობით "ქართული ოცნება" აკეთებს, ეს არის საქართველოს მომავლის წართმევა ბიძინა ივანიშვილის ხელით და კიდევ უკან რუსეთის ხელით.  ჩვენ მთელი ქვეყანა დავდგებით და ამისთვის ვიბძოლებთ", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics