|
2024-12-27 18:03:56, 357 ნახვა
პოლიტიკა
„რუსეთი ტესტავს ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას მოლდოვაში, სომხეთში, საქართველოში" -სალომე ზურაბიშვილმა
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი მართლაც რომ ევროპასა და რუსეთს შორის იყო გასაკეთებელი, რის გამოც პუტინის რუსეთი შიდა პროცესებში ჩაერია - "ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, რუსეთი ტესტავს ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას მოლდოვაში, სომხეთში, საქართველოში" -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ცენტრალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს "ოცნების" წევრებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს კარნახობს და სწორედ არალეგიტიმური პრემიერია პასუხისმგებელი ივანიშვილთან, რომელიც თავის მხრივ, პუტინთან არის დაკავშირებული. „ბიძინა ივანიშვილი ახლა ცენტრალური ფიგურაა ყველაფერში. სხვა არავინ იღებს გადაწყვეტილებას დღეს. ის დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი თავს მალავდა და არაფორმალურ როლში იყო ყველაფრის უკან. კობახიძე პასუხისმგებელია ივანიშვილის წინაშე, რომელიც თავის მხრივ არის დაკავშირებული ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ სურათს და მივხვდებით - კობახიძე მიემგზავრება ირანში, ტერორისტებთან, არის ახლოს უნგრეთთან, არის ახლოს ჩინეთთან. მათი აფილიაცია ძალიან მკაფიოა. სიურპრიზი არაა, რომ რუსეთი ტესტავს ახალ ჰიბრიდულ სტრატეგიას მოლდოვაში, სომხეთში, საქართველოში, შავი ზღვის რეგიონში. არჩევანი 26 ოქტომბერს მართლაც იყო ევროპასა და რუსეთს შორის. ამიტომ ჩაერია რუსეთი და ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. რუსული კანონი, რომლის მეორედ შემოტანის ახსნა ვერ ვუპოვეთ, ეს იყო გეგმის ნაწილი. ეს იყო საარჩევნო გეგმის ნაწილი. ამის შემდეგ ეს გაგრძელდა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რომ მოლაპარაკებებს გააჩერებდა ევროკავშირთან და ეს გადაწყვეტილება იყო მოწონებული ბატონი პუტინის მიერ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)