06:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 11:54:08, 270 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი გაააქტიურეს, რომ შექმნან აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე

ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როცა კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, მისი განცხადებები საზოგადოებისთვის აღარ არის რელევანტური.
 

„ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როდესაც ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდი ყურადღებას არ მივაქცევდი. მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი, პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როცა ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ. იმიტომ გაააქტიურეს კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომელიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები, ეს შედის ორივე ქვეყნის, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics