|
2024-12-27 11:41:57, 417 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2024 წელს სამართალდარღვევის 721 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს 721 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619 ფაქტია გამოვლენილი, მათ შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1125 კუბური მეტრი შეადგინა. რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 78 და სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალარღვევის 24 ფაქტი. „გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა ფაქტები, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი, პატრულირებასთან ერთად, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)