06:07 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-27 11:12:14, 311 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - “შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის, ქოცებთან ერთად, ხმის მიცემა”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ცესკოს განცხადებას გამოეხმაურა. “დიდი შეცდომა იყო ზუგდიდში ქოცური ბიუჯეტისთვის, ქოცებთან ერთად, ხმის მიცემა. ეს ვერ გადაიფარება ვერანაირი გამოგონილი თემით და ქოცური სტილის პიარით. ხალხი დებილი არ არის. შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო, მაგრამ მუდმივად ვერ.” - წერს წითლიძე.

მისივე თქმით ნაციონალურ მოძრაობას სიები ჩახსნილიაქვს და პარლამენტში არ შედიან. „ცესკო პარტიულ დაფინანსებას პარტიას მისცემს თუ არა დამოკიდებულია შემდეგზე: თუ პარალმენტში შევა სიის გასული დეპუტატების ნახევარი - და არანაკლებ ნახევრისა. ანუ ნაცებიდან 16 გავიდა და აქედან 8 თუა არ შევიდა დაფინანსება არ ექნება პარტიას. შესაბამისად გავიდა ერთი თვე პარტია არ შევიდა, დაფინანსება არ არის.“

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

მოგვიამებით, "კოალიცია ცვილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში სახელმწიფო დაფინანსენის მიღების საკითხზე სხვა ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics