|
2024-12-27 00:15:33, 452 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპმა თანამდებობაზე წარადგინა პირი, რომელიც ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის ინვესტორად არ მიიღო
დონალდ ტრამპმა თანამდებობაზე წარადგინა პირი, რომელიც "ოცნებამ" ანაკლიის პორტის ინვესტორად არ მიიღო. აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მილიარდერი ინვესტორი, სტივ ფეინბერგი, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა. ფეინბერგი კერძო კაპიტალის ფონდის Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანააღმასრულებელი დირექტორია. Cerberus Capital Management-ი ერთ-ერთია იმ ამერიკულ კომპანიებს შორის, რომელიც ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებით იყო დაინტერესებული. ორგანიზაცია FactCheck-ის მედიაპროექტ "ფაქტ-მეტრის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მთავრობას და ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასაფინანსებლად 8-პუნქტიან გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრამდე ახალი ინვესტორების მოძიება დადგა დღის წესრიგში. ფაქტ-მეტრის ცნობით, ამ პერიოდში გამოჩენილი ორი პოტენციური ინვესტორიდან ერთ-ერთი Cerberus Capital Management LP იყო, რომელიც მთავრობისგან ინვესტორის მისაღებობის წერილობით დადასტურებას ითხოვდა. თუმცა, ანაკლიის კონსორციუმის ცნობით, დაპირების მიუხედავად, მთავრობამ შესაბამისი წერილი არ მოამზადა, ხოლო 2020 წლის 9 იანვარს კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება მთავრობამ შეწყვეტილად გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ფეინბერგი პენტაგონში რიგით მე-2 პირი იქნება ტრამპის მიერ თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი პიტ ჰეგსეთის შემდეგ. მათი თანამდებობაზე შერჩევის მოსმენები კონგრესში მომდევნო კვირებში გაიმართება.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)