|
2024-12-26 10:43:58, 324 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიმდინარე წელს დიდუბის რაიონში 93 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მოსასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები მოეწყო
დიდუბის გამგეობაში 2024 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. რაიონის გამგებელმა საზოგადოებას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. ლადო ძნელაძემ ყურადღება მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ უამრავი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განახორციელა.
მისივე ინფორმაციით, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 149 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, განახლდა 50 ამორტიზებული ლიფტი, 25-ზე კი რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შეიცვალა 32 კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები. 24 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, მოწესრიგდა წყლისა და წყალარინების ქსელი. 5 მისამართზე ავარიული შენობის გამაგრების პროექტი განხორციელდა, 24 მისამართზე კი სადარბაზოებში სხვადასხვა სახის სამუშაო დასრულდა. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, გამგეობამ მოსახლეობას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება გაუწია. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 14 610 განცხადება დაკმაყოფილდა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ასევე მოეწყო 9 კულტურული და სპორტული ღონისძიება. მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 24 142 650 ლარი დაიხარჯა. ღონისძიებას პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი, საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი, საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)