|
2024-12-26 10:19:38, 313 ნახვა
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც თურქეთის ელჩმა განაცხადა, ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეთევზეობის, მესაქონლეობის, ირიგაციის, სატყეო სექტორისა და ნარჩენების მართვის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თურქეთში ქართული წარმოების სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის ზრდის, ასევე, თურქეთის ჰორეკა სექტორთან ღვინის ქართველი მწარმოებლების თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხებზე. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)