17:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 11:48:43, 387 ნახვა

საზოგადოება
საქმეთა გაჭიანურება, არასათანადო მოპყრობა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა - საია სისხლის სამართლის საქმეების პრობლემებზე

50-მდე პირის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება, მათ შორის, საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, პატიმრობის პრაქტიკის გამოყენება, არასათანადო მოპყრობა,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, ამ საქმეებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა იკვეთება.

„მინდა გაგაცნოთ დემონსტრანტების  წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების წინააღმდეგ ჩვენ შეფასებას. ეს შეფასება ეფუძვნება ჩვენივე მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და იმ ანალიზს, რომელიც დაფუძნებულია მონიტორინგის პროცესზე. ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება 50-მდე პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობას და ეს საქმეები უკავშირდება პროტესტს. მათ შორისაა, 2024 წლის აპრილი-მაისის დროს რუსული კანონის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას საქმე, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები.

პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ამ საქმეებში, ეს უკავშირდება საქმეთა გაჭიანურებას. რუსული კანონის პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეები ჭიანურდება და ეს ჩვენ მანამდეც აღვნიშნეთ ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით. საია-ს შეფასებით პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს აქტივისტების შეწყალება თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში. ეს გაჭიანურება არის ხოლმე იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შეიძლება საბოლოო ეტაპზე მისული საქმე გადაიდოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეში ჩაერთოს ახალი პროკურორი, რაც ხელოვნურ გაჭიანურებას ადასტურებს. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება ამ საქმეებში, უკავშირდება პატიმრობის გამოყენების პრაქტიკას. ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. ასევე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი იკვეთება, როგორც ერთ0ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. არასათანადო მოპყრობა არის ის რაზეც, მათ შორის, დაკავებულები საუბრობდნენ და ერთ-ერთი დაკავებული ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვრცლად გამოეხმაურა ამ საკითხს, ვგულისხმობ საბა სხვიტარიძეს, რომელმაც დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. 

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა, ეს არის ის რაც ამ საქმეებს ფონად მიყვება. ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი პირი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ საქმეებს არ იძიებს ობიექტურად, დროულად და სრულყოფილად“,- განაცხადა ქურდოვანიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics