18:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 20:37:41, 357 ნახვა

საზოგადოება
ტელევიზორის მნიშვნელოვანი ფუნქციები: განათება და ეკრანის სიხშირე

ტელევიზორი, დღეს, არამხოლოდ გასართობი მოწყობილობაა, არამედ, ხშირად, ოჯახის წევრების შეკრების ცენტრიც. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ტელევიზორის ხარისხი და ფუნქციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ახალი ტელევიზორის შეძენისას, ხშირად, ყურადღებას მხოლოდ ზომასა და ბრენდზე ვამახვილებთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა განათების ტიპი და ეკრანის განახლების სიხშირე. მოდით, განვიხილოთ, რატომ არის ეს ორი ფაქტორი ასე მნიშვნელოვანი.

განათების ტიპები: ეკრანის ფერების სიღრმე და ენერგოეფექტურობა

ტელევიზორის განათება არა მხოლოდ სურათის ხარისხს, არამედ თვალის კომფორტსაც განსაზღვრავს. ბაზარზე გვხვდება რამდენიმე ძირითადი განათების ტიპი:

1. LED განათება: ეს არის ლურჯი, შუქდიოდური განათება, რომელიც ყველაზე გავრცელებული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიაა. ის მოიხმარს მცირე ენერგიას, აქვს მაღალი სიკაშკაშე და კარგი კონტრასტი. LED ტელევიზორები გამორჩეულია თავისი თხელი დიზაინით.

2. OLED განათება: ორგანული შუქდიოდური განათება, ეს არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ცალკეულ პიქსელებს ანათებს. მისი უპირატესობებია: ღრმა შავი ფერები, შეუდარებელი ფერთა გამა, კარგი ყურების კუთხე და სხვა.

3. QLED განათება - კვანტური წერტილოვანი განათება LED-ის მოდერნიზებული ვერსია, რომელიც Samsung-ის მიერ არის შექმნილი. მისი უპირატესობებია გაძლიერებული ფერთა სიზუსტე, უკეთესი სიკაშკაშე, გამძლეობა. მიუხედავად მაღალი სიკაშკაშისა, QLED ეკრანებს უფრო სუსტი შავი ფერები აქვთ, ვიდრე OLED-ს.

ეკრანის განახლების სიხშირე: სწრაფი მოძრაობის სურათების სრულყოფილი აღქმა

ეკრანის განახლების სიხშირე - Refresh Rate განსაზღვრავს, თუ რამდენჯერ განახლდება ეკრანზე გამოსახულება წამში. ის იზომება ჰერცებში (Hz).

1. 60Hz – სტანდარტული განახლების სიხშირეა, რომელიც საკმარისია სტანდარტული სატელევიზიო პროგრამების და ფილმების საყურებლად.

მისი ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ ისეთი სწრაფი მოქმედებების სურათებზე, როგორიცაა სპორტული თამაშები ან ვიდეო თამაშები, შეიძლება გარკვეული „ბუნდოვანება“ (Motion Blur) იგრძნო.

2. 120Hz - სპორტული ღონისძიებების, ექშენ ფილმებისა და თანამედროვე სათამაშო კონსოლებისთვის იდეალურია.

3. 240Hz და მეტი სიხშირის ტელევიზორები უფრო პროფესიონალური ან სპეციფიკური გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

რატომ არის ეს ფაქტორები მნიშვნელოვანი?

თვალის ჯანმრთელობა:

ნაკლებად კაშკაშა, დაბალ ჰერციანი ეკრანები შეიძლება თვალის დაღლილობას იწვევდეს. ხოლო განათების ტიპის და განახლების სიხშირე კომფორტულ ყურებას უზრუნველყოფს.

გამოსახულების ხარისხი:

განათების ტიპი განსაზღვრავს ფერთა სიღრმესა და კონტრასტს, ხოლო განახლების სიხშირე – სწრაფი მოძრაობის დროს მკვეთრ გამოსახულებას.

გამოყენების მიზანი:

თუ ტელევიზორი ძირითადად ფილმებისთვის ან სპორტული გადაცემებისთვის გჭირდება, უმჯობესია, აირჩიო 120Hz ან მეტი განახლების სიხშირე.

თუ შენი ოჯახის წევრებს ფილმების ყურება ან კონსოლებით თამაში მოსწონს, OLED ან QLED ტელევიზორი ოპტიმალური არჩევანია.

სტანდარტული გამოყენებისთვის, LED ტელევიზორი 60Hz განახლების სიხშირით საკმარისი იქნება.

თუ გსურს ტელევიზორი მომავლისთვის, ყურადღება მიაქციე 120Hz სიხშირის და HDR მხარდაჭერის მქონე მოდელებს.

ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ტელევიზორის განათება და ეკრანის განახლების სიხშირე სურათის ხარისხისა და ყურების გამოცდილების მთავარი ფაქტორებია. სწორი არჩევანი არამარტო კომფორტულს ხდის ტელევიზორის ყურებას, არამედ შენი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იქნება. დაფიქრდი, რა არის შენი პრიორიტეტი – ფერები, კონტრასტი თუ ეკრანის განახლების სიჩქარე და ამის მიხედვით შეარჩიე მოდელი, რომელიც სრულყოფილად მოერგება შენს საჭიროებებს.

ტელევიზორები ექსტრაზე ნებისმიერი ტექნიკური მახასიათებლის მიხედვით შეგიძლია შეარჩიო. ამისთვის ეწვიე ჩვენს ვებგვერდს, შეარჩიე სასურველი მოდელი ექსტრას ამ ბმულზე დაზოგე თანხა და ისარგებლე ადგილზე უფასო მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics