|
2024-12-24 20:30:46, 433 ნახვა
საზოგადოება
რა განსხვავებაა ნაძვის ხის მასალებს შორის: PVC, PE, სილიკონი
საახალწლო ნაძვის ხე ნებისმიერ ოჯახში განსაკუთრებული ატმოსფეროს შემქმნელია. ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ამიტომ, ახლა სწორედ ის დროა როცა ნაძვის ხის შერჩევა უნდა დაიწყო. მთავარი კითხვა, რაც ნაძვის ხის შერჩევისას ადამიანებს უჩნდებათ ნაძვის ხის მასალის ირგვლივ ტრიალებს. მართლაც, რომელია საუკეთესო მასალა? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან თითოეულ მასალას აქვს თავისი უპირატესობები და ხარვეზები. თუმცა, მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ეს მასალის უსაფრთხოებაა. მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ PVC, PE და სილიკონის ნაძვის ხეებს შორის განსხვავებები და ვისაუბროთ მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.
PVC - პოლივინილქლორიდისგან დამზადებული ნაძვის ხეები ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. მათი მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. PVC ნაძვის ხეები უფრო იაფია და მრავალფეროვანი დიზაინით არის წარმოდგენილი. მასალა საშუალებას იძლევა რომ ბაზარზე სხვადასხვა სახის ფორმებისა და ფერების კომბინაციებით იყოს წარმოდგენილი. PVC ნაძვის ხე მარტივი ასაწყობია, თუმცა, აუცილებელია, აღვნიშნოთ მათი ნაკლოვანებებიც: შედარებით არაბუნებრივი იერი: PVC-ისგან დამზადებულ წიწვებს, სხვა მასალებისგან განსხვავებით, მეტად ეტყობა ხელოვნურობა მცირე მდგრადობა: დროთა განმავლობაში PVC მასალა შეიძლება დაზიანდეს ან დეფორმირდეს.
PE - პოლიეთილენის ნაძვის ხეები უფრო თანამედროვე, პრემიუმ ხარისხის მასალად ითვლება. ამ მასალის მთავარი უპირატესობა ბუნებრივი იერია და წიწვებითაც, ვიზუალურად უფრო ჰგავს ნამდვილ ნაძვის ხეს. გამძლეობა: PE ნაძვის ხეები ხანგრძლივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს. ეს მასალა, განსაკუთრებულად უსაფრთხოც არის. მასალა PE ნაკლებად აალებადია, რაც უსაფრთხოებას ზრდის. პოლიეთილენისგან დამზადებულ ნაძვის ხეებს ნაკლოვანებებიც აქვს. PE ნაძვის ხეები უფრო ძვირია, PVC მოდელებთან შედარებით. ამასთან, შესაძლოა, ისინი შედარებით მძიმე იყოს, რაც ართულებს მათ გადაადგილებას.
სილიკონის ნაძვის ხეები ინოვაციური გადაწყვეტილებაა, რომელიც ნატურალურ იერსა და გამძლეობას აერთიანებს. ამ მასალისგან დამზადებულ ნაძვის ხეებს რეალისტური დიზაინი აქვს. სილიკონის ნაძვის ხეს თითქმის ვერ გამოარჩევ ნამდვილი, ბუნებრივი ნაძვის ხისგან. სილიკონის მასალა რბილია და შესაბამისად, არ ტყდება, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამოყენებას. სილიკონის ნაძვის ხეები, ხშირად, მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და სხვა მასალის ნაძვის ხეებთან შედარებით, ყველაზე ძვირადღირებულია. სილიკონის ნაძვის ხეები ნაკლებად გვხვდება ბაზარზე. რომელი მასალისგან დამზადებული ნაძვის ხე ავირჩიოთ? არჩევანი დამოკიდებულია შენს პრიორიტეტებზე: თუ დაბალ ფასს და მრავალფეროვან დიზაინს ეძებ, PVC ნაძვის ხე იაფად შეგიძლია შეიძინო. PE ნაძვის ხე ბუნებრივ იერსა და ხანგრძლივ გამძლეობას გთავაზობს. ხოლო, თუ შენთვის პრიორიტეტია პრემიუმ ხარისხი და ეკოლოგიურობა, აჯობებს, სილიკონის ნაძვის ხე აირჩიო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)