07:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 17:31:14, 444 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - პრეზიდენტთან შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს

პრეზიდენტთან შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

„სათქმელი და პოზიცია იგივეა. ქვეყანაში გვყავს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი - ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. მოთხოვნა არის იგივე - ახალი არჩევნების დანიშვნა და სასწრაფოდ ყველა დაპატიმრებული პოლიტპატიმრის გამოშვება, ნაწამები ადამიანების გამოშვება იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ უკვე მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება და ის ფაქტი, რომ მომიტინგეები არიან ნაწამები, არათუ უბრალოდ დაპატიმრებული და დასახიჩრებული, ნაწამები არიან, ეს უკვე საერთაშორისო დონეზე არის დამტკიცებული. ამიტომ, სასწრაფოდ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება - ამ არალეგიტიმურ მთავრობას, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ჩვენი ახალგაზრდები გარეთ.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ეს არის კიდევ ერთი შეხვედრა იმისთვის, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ამ პროტესტს და არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ მოპარულ არჩევნებს, რომელიც მოიპარა რუსულმა ხელისუფლებამ და იმ ხალხთან ერთად, რომელიც აპროტესტებს ტყუილს ამ ქვეყანაში, რუსულ სპეცოპერაციას და სწორედ ეს შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად და წყნარად მივაღწიოთ ახალ არჩევნებს საქართველოში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics