18:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:56:13, 342 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის.

მათივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 30 საათიანი პროგრამის განმავლობაში, აეროპორტის მეხანძრე-მაშველებს უტარდებათ სპეციალური პრაქტიკული მომზადება, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ხანძრის ქრობის სხვადასხვა ტექნიკა, დაკვამლიანებიდან დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოყვანა და მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა.

 ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესს დღეს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სამაშველო სამსახურის ყველა კომპეტენციისა და დისციპლინის მიმართულებით ინტენსიურ სწავლებას გადიან. მსურს მადლობა გადავუხადო უწყების ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და პარტნიორობისთვის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამაშველო სამსახურები იყვნენ მუდმივ მზადყოფნაში ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის მართვისთვის“,- განაცხადა ქარქაშაძემ.

25 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო კურსის ფარგლებში მეხანძრე-მაშველები  ხანძრისა და დაკვამლიანების დროს ადამიანების ძებნასა და დახმარებას, უსაფრთხოების წესების დაცვას და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებას შეისწავლიან. ასევე, დაღვრილი საწვავის სპეციალური ქაფით ჩაქრობას და მაღალი ტემპერატურის პირობებში (600-700OC) ხანძრის ლიკვიდაციას, რაც სპეციალურად მოწყობილ სიმხურვალის ოთახში ჩატარდება. სასწავლო პროგრამა მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და თავიანთი უნარები გაიუმჯობესონ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics