07:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:40:56, 338 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ჩიმაევთან შეხვედრაზე - მასთან ვმეგობრობ და მიხარია, ასეთი წარმატებული სპორტსმენები რომ სტუმრობენ ჩვენს დედაქალაქს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ცნობილ სპორტსმენთან, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევთან მეგობრობს და მოხარულია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ საქართველოსა და დედაქალაქს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანებთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს.

„ხამზატი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, წარმატებული სპორტსმენი. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში,  უამრავი ადამიანი. ალბათ ნახავდით ამის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ მას. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს. ჩამოსვლის მიზანს რაც შეეხება, არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში. მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიმაევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მხარდამჭერია, მერი ამბობს, რომ ის ადამიანთან პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მეგობრობს.

„ჩვენ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ. ზოგადად, მე ადამიანებთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება. ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი, ვინმესთან ვიმეგობრო თუ არა. ჩემთვის არის ადამიანობა პირველ რიგში. ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება  ვერ გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი. თუ ფოტოებზე მეუბნებით, შედით მის ინსტაგრამ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს გადაღებული ფოტოები, კადიროვის გარდა, თუ მაგით ხელმძღვანელობთ“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics